„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლება პირველივე დღიდან, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება მოხდა, იყო ძალიან აქტიურად ჩართული. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა, უმაღლესი დონის შეხვედრა, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობის ფორმატი, სადაც ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით არ გვქონდა წამოწეული ბატონი ვაჟას უკანონო ტყვეობის საკითხი… ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი უსაფრთხოდ და ჯანმრთელი დაბრუნებულიყო, იყო გამართლებული”
დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.
ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.