“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ლევან თარხნიშვილი ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ “უჩიპო” პირადობები ამ გზას გაამარტივებს
“ეს გახლავთ, “ქართული ოცნების”, შვიდწლიანი მმართველობის ლოგიკური დასასრული, როდესაც 21-ე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ვებრძვით ჩიპებს, რომელიც მოგონილია არამხოლოდ ცხოვრების გასაიოლებლად, არამედ, დოკუმენტის გაყალბებისგან დასაცავად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ხელს ვუწყობთ პირადობის მოწმობის გაყალბების შესაძლებლობას,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.