ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა ვანდალურად დააზიანეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა.
მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა. მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო, ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა”, – აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.