“ინკასო, დღე მეორე: ტელევიზიას არ აქვს თანხა რომ ერთბაშად დაფაროს დავალიანება. შესაბამისად, ინკასო დარჩება ანგარიშებზე. შესაბამისად, ტელევიზია ვერ ფარავს ვერანაირ ვალდებულებებს. კრედიტს, კომუნიკაციის ხარჯებს და ვერანაირ სხვა ხარჯს, რაც აუცილებელია ფუნქციონირებისთვის. ბნელი 90–იანების პირმშოები ვართ და ყველაფერს გადავიტანთ როგორმე, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლება გამცემს პასუხს კითხვაზე: რატომ არ ადევს ინკასო “იმედის” და “მაესტროს” ანგარიშებს, რომელთა დავალიანება მინიმუმ 27 მილიონი ლარია. მუშაობა რომ არ შეუფერხდეთ? ააა, ოკ. გასაგებია. მაშინ ჰოოო”.
ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელევიზიებს დავალიანებების გადახდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათ ინკასოები დაადონ. ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტელეკომპანიებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან, მილიონებს პატიობენ, ხოლო მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია წნეხის ქვეშ ჰყავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა TV პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმაც.