მთავარი ციტატა

“სალომე ზურაბიშვილი იქნება იმპიჩმენტირებული” – შალვა ნათელაშვილი

“სალომე ზურაბიშვილმა შეასრულა თავისი უფროსის, ბიძინა ივანიშვილის დავალება და ალიევის რეჟიმს გადასცა აღდგომის მონასტერი, ჩიჩხიტური, ბერთუბანი, სადაც დგანან უცხო შეიარაღებული ძალები. იქ არ უშვებენ არამარტო მრევლს, ღვთისმსახურთაც კი. ეს ყველაფერი შეგნებულად არის გაკეთებული… ეს სამარცხვინო დანაშაულებრივი მისია თავის თავზე აიღო ამ ქალბატონმა, რის გამოც, როგორც კი შეიკრიბება ახალი პარლამენტი, სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტირებული ანუ გადაყენებული იქნება ტერიტორიული მთლიანობის რღვევის გამო, რომლის სათავეშიც, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, საუბედუროდ, დგას ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი”

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ასე გამოეხმაურა ნათელაშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც მან აზერბაიჯანსა და სომხეთთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

“საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან”.

იტვირთბა....