aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

NEW YORK TIMES საქართველოზე: “სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, არჩევნების წინ დარტყმა იქნება “ქართული ოცნებისთვის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი დამოკიდებულება და ერთგულება დემოკრატიის მიმართ და უზრუნველყოს სასამართლო სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებებისგან”. – ციტირებს NEW YORK TIMES გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს.

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართულობა (განცხადება) მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დარტყმა იქნება მმართველი პარტიისთვის, რომლის ლიდერი უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. ოპონენტები მას ადანაშაულებენ, რომ ქვეყანას ის მართავს სცენის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნია არანაირი ფორმალური როლი მთავრობაში”. – წერს NEW YORK TIMES.

გამოცემა ხაზს უსვამს საქართველოს როლს, როგორც მნიშვნელოვან ტრანზიტულ ქვეყანას პოსტ საბჭოთა სივრცეში და პარალელურად მიუთითებს საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლზე, რომელიც თავს დაატყდა, ბოლო პერიოდში, მმართველ პარტიას. საუბარია, უზენაესი სასამართლოში უვადოდ მოსამართლეების გამწესებაზე და პროპორციული არჩევნების დაპირების მიუხედავად, მის ჩავარდნაზე პარლამენტში.

შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ წერილი გამოაქვეყნა, რომელმაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები მოკლედ შეაფასა.

 

 

იტვირთბა....