ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება

თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„თამარ მეფის ხიდის პანდუსზე დღეს ღამით დასრულდება მოასფალტება და ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ უშუალოდ სამუშაოებზე და იცით, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდა. ფაქტობრივად, მთლიანად მოხდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, მოწესრიგება და როგორც გითხარით, ხვალიდან იქნება შესაძლებელი ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელისა და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა.

პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

იტვირთბა....