ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“42 წელია, ჩვენი პატრიარქი ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას” – კალაძე

საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავი თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიულოცა და მას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ ილია მეორეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„42 წელია, ჩვენი პატრიარქი, ჩვენი უწმინდესი დიდი მოთმინებით და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მინდა, მივულოცო“,- განაცხად კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ყველა ადამიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს, ეს დღე მიულოცა.

„მინდა მათ ვუსურვო მშვიდობა, სიკეთით, სიხარულით, იმედით აევსოს ადამიანის გულები ამ ბრწყინვალე დღესასწაულს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა. 

იტვირთბა....