ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

წყნეთის ცენტრში დასასვენებელი სივრცე განახლდა

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ცენტრში, მაია წყნეთელის ძეგლის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა.

ტერიტორიაზე განთავსდა შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების ქსელი. ასევე, სკვერში დაირგო მცენარეები და მოეწყო სასმელი წყლის ნიჟარა.

სულ, მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 23 დასასვენებელი სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა.

იტვირთბა....