ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კონსილიუმი გვინდა მოვიწვიოთ და განვსაზღვროთ შემდეგი ტაქტიკა” – გამსახურდიას მეუღლე

ექიმების კონსილიუმზე განსაზღვრავენ შემდგომ ტაქტიკას პაციენტთან დაკავშირებით – ამის შესახებ განცხადება ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა გააკეთა.

„სიახლე ჯერ არაფერი გვაქვს, ცოტნე დღეს არ გვინახავს. მე და ექიმი ზურაბ გურული ვაპირებთ შეხვედრას რეანიმატოლოგთან, რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსთან და ნეიროქირურგთან, რომელმაც ცოტნეს ოპერაცია გაუკეთა. პატარა კონსილიუმი გვინდა მოვიწვიოთ და განვსაზღვროთ შემდეგი ტაქტიკა, რას ვაპირებთ.

რაც შეეხება გადაყვანას, არაფერს გამოვრიცხავთ, მოვიქცევით სჭიროებისამებრ, შეთავაზებები ბევრია, მაგრამ სწორედ ამის შესახებ უნდა მოვიწვიოთ პატარა კონსილიუმი“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

იტვირთბა....