ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

წყნეთში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ამ დროისთვის, ასფალტი იგება ასათიანის ქუჩაზე. პროექტის თანახმად, გზის საფარი 2500 კვ. მ ფართობზე განახლდება.

გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება ყაზბეგის, ჯავახიშვილის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩებსა და გაგრის IV ჩიხში. ყაზბეგის ქუჩაზე 2300 კვ. მ ფართობის გზა განახლდება, ჯავახიშვილის ქუჩაზე – 1 163 კვ.მ, 26 მაისის ქუჩაზე – 3 843 კვ. მ, გაგრის IV ჩიხში – 1 781 კვ. მ, ხოლო ჭავჭავაძის ქუჩაზე – 1402 კვ. მ ფართობის გზის საფარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

იტვირთბა....