ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ტყის ტერიტორიაზე ახალი ორდონიანი დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
2600 კვ. მ ფართობზე განთავსდა რამდენიმე საბავშვო ზონა, სადაც დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი, მათ შორის ე.წ. ზიპლაინი. სკვერი სრულადაა კეთილმოწყობილი ურბანული ავეჯით. ტერიტორია განათდა და გამწვანდა.
ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტის ღირებულება 256 678 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.