ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, სხვა მისამართებთან ერთად, გზის საფარის აღდგენა ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N28ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.
სამუშაოების შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა 1100 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 40 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.