ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპმა ხელი მოაწერა – სანქციები ამოქმედდა: “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობა შეჩერებულია

შვეიცარულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობაში აქტიურად იყო ჩართული, მის კუთვნილებაში არსებული ყველანაირი ტექნიკა უკან გაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ბლუმბერგი” ავრცელებს.

“მეტრონომი” წერდა შეერთებული შტატების კონგრესის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც მიღებული იყო სანქციები რუსულ სადაო გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2″- ის მშენებლობაზე. სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სანქციების დაწესება იმ პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებსაც გარკვეული კავშირები აქვთ აღნიშნულ მშენებლობასთან. ჯერი დონალდ ტრამპზე იყო. მას უნდა მოეწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტზე და საქმე დაიძრებოდა. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ აღნიშნულ ბიუჯეტს შეერთებული შტატაების პრეზიდენტმა ხელი მოაქწერა, რას იმას ნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა მშენებლობა დაბლოკა.

სანქციის ობიექტები არიან: გემები, გაზსადენი მილების დამმონტაჟებლები და მათი მესაკუთრეები. ამასთან, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები აქტივებზე და შეერთებულ შტატებში შესვლაზე.

“გერმანიის მთავრობა, რომელიც პროეტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარია, წინასწარ იყო მომზადებული ამერიკული სანქციებისთვის და პრევენციული ზომებისთვის ემზადებოდა” – წერს “ბილდი”.

იტვირთბა....