შეერთებული შტატების კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო სანქციების შემოღების შესახებ, რომელიც რუსულ სადაო გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2″- ის მშენებლობას ეხება” – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზეთი “ბილდი” ავრცელებს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სანქციების დაწესება იმ პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებსაც გარკვეული კავშირები აქვთ აღნიშნულ მშენებლობასთან.
ახლა, უკვე ჯერი დონალდ ტრამპზეა. მან უნდა მოაწეროს ხელი აღნიშნულ დოკუმენტს და საქმე დაიძრება.
სანქციის ობიექტები არიან: გემები, გაზსადენი მილების დამმონტაჟებლები და მათი მესაკუთრეები. ამასთან, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები აქტივებზე და შეერთებულ შტატებში შესვლაზე.
“გერმანიის მთავრობა მომზადებულია ამერიკული სანქციებისთვის” – წერს ბილდი, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს შესაბამისი დოკუმენტაციები და მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც არსებობს გრიფით საიდუმლო მასალები აღნიშნული პრევენციული ზომების მისაღებად. თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მიმართ სანქციების შემოღების შემთხვევაში, გერმანიას სერიოზული გათვლები მოუწევს გარკვეული ზიანის თავიდან ასაცილებლად.