ექიმების ინფორმაციით, სტაბილურად მძიმე რჩება დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიკოსების თქმით, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.
“დღის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა – პაციენტი კვლავ სტაბილურად მძიმეა. გართულებას ადგილი არ ჰქონია. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ,” – აღნიშნა ექიმმა ბესარიონ გოგიტიძემ.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.