დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოძრაობა “ლელოს” პარტიად ჩამოყალიბების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ფაქტს მიესალმება.
როგორც მან აღნიშნა, ძველ პარტიებს და სახეებს 20-25 წლის განმავლობაში ცუდის მეტი არაფერი უკეთებიათ.
“ზოგადად, ახალი პარტიების შექმნას მივესალმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, მივესალმები ახალ სახეებს და არა ერთი და იგივე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და სიბოროტის, ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, თუნდაც ინდივიდუალურად ან თუნდაც კონკრეტული პარტიების სახით. შესაბამისად, ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში და ახალი სახეების წარმოჩენას, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მივესალმები”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ლელო” პარტიად ჩამოალიბდა და მას შეუერთად როგორც “შენების მოძრაობა” ასევე “ახალი მემარჯვენეებიც”.