„ცოტნე დაჭრეს, მანამდე სხვებიც დაჭრეს. ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, ეს არის ძალიან ცუდი. პოლიტიკოსებმა, ალბათ, უნდა იფიქრონ იმაზე, ეს ტემპერატურა დაწიონ, რადგან მთავარია, ჩვენი საქართველოსთვის კარგი გავაკეთოთ. მთავარი ის კი არ არის, რომელი პარტიაა სათავეში ან აპირებს მოსვლას, მთავარია, რას ვთავაზობთ საქართველოს. თუ ასეთი დაძაბული ფონი იყო, არ მგონია, საქართველოს კარგი მოუტანოს. დიალოგი აუცილებელია, მათ შორის რაღაც შეთანხმებაზე მივლენ. მთავრია, ზიზღის პოზიციიდან არ ველაპარაკოთ ერთმანეთს”
მეუფე იაკობი – ბოდბელი მთავარეპისკოპოსი
მეუფე იაკობი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს ბოდბის ეპარქიაში წირვის შემდეგ, ქადაგებისას გამოეხმაურა.