aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამსახურდიას საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი მისი ბავშვობის მეგობარია” – ადვოკატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ განუცხადა, რომ პეტრე ყუფარაძე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია.

არობელიძე დროებითი მოთავსების იზოლატორში ახლახანს იმყოფებოდა და დაკავებულს შეხვდა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულებიდან 3 პირი სარფის საზღვართან დააკავეს. მათ შორის არის მძღოლი, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული და კიდევ ერთი პირი მიჰყავდა საზღვრისკენ.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

იტვირთბა....