„ კადრები და თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ბრალდებული ჩოლოიანი, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია და სახელმწიფო უწყებები გვიმტკიცებდნენ, რომ ის, ცუდად ყოფნის გამო, პროცესზეც ვერ გამოცხადდა, წართმეული ჰქონდა მოძრაობისა და მეტყველების უნარი, აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად არის, მას არ უჭირს გადაადგილება, ასვლა – ჩასვლა საავადმყოფოს სხვადასხვა სართულზე და დღეს ის მშვენიერ ხასიათზე, თავისი ფეხით ტოვებდა საავადმყოფოს შენობას. ეს არის გაგრძელება უტიფარი და დანაშაულებრივი ტყუილების ხაზისა, რომელიც შემოიღო ხელწერად ხელისუფლებამ. ერთი მხრივ, საზოგადოებას, სკოლას, მშობლებს, ვის აღარ ამუნათებენ მომხდარის გამო და, მეორე მხრივ, დაკავებულნი არიან არა დანაშაულის გახსნით, არამედ აგრძელებენ დანაშაულებრივი სისტემისთვის ხელის დაფარებას“
ანა ნაცვლიშვილი, მოძრაობა “ლელოს” წევრი