“დღევანდელი ახალი ამბავი ცხინვალიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ არის ძალიან სამწუხარო. იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა ასეთი სერიოზულია, ექიმის დაკავებით ვერავინ მოიგებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზიმ, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იგი იმედს გამოთქვამს, რომ ვაჟა გაფრინაშვილს გაათავისუფლებენ და ის ოჯახს დაუბრუნდება, რაც შეიძლება დროულად.
შეგახსენებთ,ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.