ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური ხვდებიან.
ისინი ხეჩინაშვილის კლინიკის ფოიეში იმყოფებიან, სადაც თავდასხმის შედეგად დაჭრილი ცოტნე გამსახურდია გუშინ მოათავსეს.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.