ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლებას ვაფრთხილებ, შეიძლება, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს” – ბურჯანაძე

თუ ხელისუფლება მიმდინარე პოლიტიკური პროცესის იგნორირებას შეეცდება, შესაძლოა, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს – ამის შესახებ განცხადებას „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძე ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ წნეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაძლიერდება და გაგრძელდება აუცილებლად. თუ ხელისუფლება შეეცდება ამის იგნორირებას, სამწუხაროდ, შეიძლება, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს, რაც აბსოლუტურად არ მინდა. არანაირი სცენარი არ არის ოპოზიციის, ისევე, როგორც არ იყო 2003 წლის აპრილში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი შევარდნაძე გავაფრთხილე, რომ თუ ასე გააგრძელებთ, აუცილებლად მოხდება რევოლუცია -მეთქი. სამწუხაროდ, შევარდნაძემ არ გაიგონა და მოხდა ის,რაც მოხდა“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, დღეს იგივე რეალობაა?- ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ძალიან ჰგავს. ამასთან, ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება გააფრთხილა.

„მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას. მუდმივად არის ცინიკური წამოძახილი ხელისუფლების მხრიდან, გვემუქრებით? კი არ გემუქრებით, იმდენი ტვინი უნდა გქონდეს ელემენტარულად, რომ ქვეყნის შვილი და ორი შვილის დედა, როგორც მინიმუმ, გემუქრებოდეს რევოლუციით,რადგან არავინ არ იცის, ეს ქვეყანაში რითი დასრულდება. კი არ გემუქრებით, ხელისუფლებას ვეუბნები, გაფრთხილებთ. არ მინდა, მოხდეს იგივე, რაც 2003-ში, 2007-ში. რეალურია, თუ ასე გააგრძელეს“ ,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მთავრობის  ინიციატივაა, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციასა და მთავრობას შორის სააღცევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეოთხე ეტაპის მოლაპარაკება გაიმართება.

იტვირთბა....