ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. პოლიტრავმა ცხოვრებისთვის საშიში პათოლოგიაა” – ექიმი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ცოტნე გამსახურდია, რომელიც რამდენიმე საათის წინ ვერაზე საკუთარ სახლთან დაჭრეს, რეანიმაციაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განმარტებით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

“პაციენტი მოყვანილია ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღინიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი. ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები. გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობები მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და პლევრის ღრუში სისხლის და ჰაერის არსებობით. გარდა ამისა, აღინიშნება ზურგის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აკრომიონის მორჩის დაზიანებით და თავის მიდამოში თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობა ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები.

“მე და ჩემმა კოლეგებმა გავხსენით გულ-მკერდის ღრუ. პაციენტი ჩამოყვანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტში. ინახება დაზიანების ხარისხი და ნეიროქირურგი გადაწყვეტს მკურნალობის შემდგომ პრაქტიკას. მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. პოლიტრავმა – ეს უკვე პათოლოგიაა და არის ცხოვრებისთვის საშიში დაზიანება”, – განაცხადა ქირურგმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ვერაზე, საკუთარ სახლთან ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას გულმკერდის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. გამსახურდია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კნიკაში გადაიყვანა.

მას უპერაცია უტარდებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. არსებული ცნობით, ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი.

იტვირთბა....