მთავარი ციტატა

“იყო მძიმე მდგომარეობა, ფილტვი იყო შეკუმშული და მერე გაიშალა”, – ლადო კახაძე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

“იყო მძიმე მდგომარეობა, ფილტვი იყო შეკუმშული და მერე გაიშალა. დავრეკე, რამე სხვა ჩარევა ხომ არ არის საჭირო-მეთქი და ჯერ არ დამიდასტურეს. ყველა ინფორმაცია უნდა მოვიპოვო, არასწორი ინფორმაცია რომ ვთქვა, ხომ უხერხული იქნება. ექიმები ამბობენ, რომ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით სტატუსი არის მიღწეული, ეს არის ჩემთვის მთავარი. დეტალებს რადგან შემსწრე არ ვარ, ვერ გეტყვით”

ლადო კახაძე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ვერაზე, საკუთარ სახლთან ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. მას გულმკერდის არეში აქვს შემავალი ჭრილობა. გამსახურდია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კნიკაში გადაიყვანა. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება.

იტვირთბა....