ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შსს-ს მინისტრის მოადგილე, რომლის გადადგომასაც მოითხოვენ, განმარტებას აკეთებს

შსს-ს მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი მის მიერ გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის დაკავებამდე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, რომ არასრულწლოვანის დაკითხვა კანონის სრული დაცვით მოხდა, განმარტავს და ამბობს, რომ ეს განცხადება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იქნა მოძიებული.

ცაციაშვილმა განცხადება სამძიმრით დაიწყო.

“მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ამ ტრაგედიის გამო. იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ყვალა კითხვას რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ამომწურავი პასუხი გაეცემა. რაც შეეხება ბრიფინგზე გაკეთებულ ჩემს განცხადებას, ჩვენი მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც მაშინ დროისთვის ხელთ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იქნა მოძიებული. ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ინფორმაცია სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავავრცელეთ. ამასთან, მტკიცებით ფორმაში რაიმე სახის განცხადების გავრცელება ლოგიკურია მას შემდეგ იქნება გაჟღერებული, როცა სახელმწიფო ინსპექტორი სრულად გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რაც იყო საზოგადოებაში. დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, სხვა სურათი გამოიკვეთა და ხვალ და ზეგ შეიძლება დამატებითი გარემოებები გამოიკვეთოს”-  ნინო ცაციაშვილმა.

რაც შეეხება, მოზარდის ცალკე დაკითხვას მინისტრის მოადგილე, ამბობს, რომ ბრიფინგზე აღნიშნა არასრულწლოვანის ცოტა ხნით მარტო გაყვანის ფაქტი.

“მე ბრიფინგზე დავადასტურე ის ფაქტი, რომ 3-4 წუთი ნამდვილად ბავშვი ჰყავდათ გაყვანილი, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე იყო გაცემული აღნიშნული პასუხი. აღსანიშნავია, რომ პრემიერმა დაგვავალა ყველა უწყებას გარკვეული მიმართულებით მუშაობა, მათ შორის, შსს-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დახვეწის და შესაბამისი გარემოს შექმნის მიზნით და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ის გამოწვევები, რაც გვაქვს ძალიან ფორსირებულად უნდა გადავჭრათ. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ყველასია, მათ შორის, ყველა უწყების, რომელიც ამ პროცესში ჩართულია და პასუხისმგებლობა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ეფექტიანი მართლმსაჯულების პროცესის სრული აღსრულება მოხდეს”, – შსს-ს მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

პოლიციამ დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

იტვირთბა....