ტელეკომპანია “მთავარი” ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს ბათუმში პოლიციელის დაჭრის კადრები.
ვიდეოზე აღბეჭდილია მოქალაქე, რომელიც აჩერებს პატრულის მანქანას, შემდეგ მანქანიდან გადმოსულ პოლიციელს თავს ესხმის. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ის ადგილზევე დააკავა.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. იგი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით იძიებს.