ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

17 წლის გოგომ თვითმფრინავის გატაცება სცადა და მას 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება

შეერტებული შტატების ქალაქ ფრესნოში 17 წლის გოგო თვითმფრინავის გატაცებას შეეცადა, თუმცა შორს წასვლა მან ვერ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტ FOX 16-ის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, გამთენიისას, გოგონა შეიჭრა კერძო ტერიტორიაზე, შეაღწია თვითმფრინავის კაბინაში და ძრავი აამუშავა. საბოლოოდ, მან თვითმფრინავის აფრენა ვერ შეძლო და მეზობელ შენობას შეეჯახა.

“თვითმფრინავი არ აფრენილა, მაგრამ სერიოზული დაზიანება მიიღო” – წერს FOX 16 და იქვე აღნიშნავს, რომ ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და მუხლის გათვალისწინებით, შესაძლოა მას 8 წელი მიუსაჯონ.

 

 

იტვირთბა....