ბერძნული მედიის ცნობით, 25 წლის ქართველმა ქალმა რამდენიმე დღის ჩვილი ნაგვის ურნაში ჩააგდო. შემთხვევა საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში დღეს 18 დეკემბერს მოხდა.
ახალშობილი ნაგვის ბუნკერში, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამთენიისას, ნაგვის გადაყრის დროს იპოვა და პოლიციას აცნობა.
ბავშვი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან, დღეს ქალაქში დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ნაგავი გააქვთ, შემოვლა დააგვიანდათ – ამის შესახებ კალამატას მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ახალშობილი ბიჭი კალამატას საავადმყოფოშია გადაყვანილი.