ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ალბათ ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი. მაპატიე, შვილო…” – “მწვანე სკოლის” დირექტორი

“მწვანე სკოლის” დირექტორი, კახა დავითური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. აღნიშნული პოსტით ის კიდევ ერთხელ ეხმაურება 15 წლის სკოლის მოსწავლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას.

“ალბათ ვერ ვიდექი კარგად უფსკრულის პირას და გადამივარდი. მაპატიე, შვილო…” – წერს დავითური.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

იტვირთბა....