“მიმძიმს სათანადო სიტყვის გამოთქმა, რითაც ნუგეშს მივანიჭებდი ლუკას მშობელ დედას, ახლობლებს, მეგობრებს, დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დღეს ჭირისუფლად მიიჩნევს თავს. ასეთ დროს, ალბათ, დუმილი გვმართებს, თუმცა არა დადუმება იმის გამო, რაც მსგავს უბედურებებს იწვევს. ლუკა ჩემი შვილია, ჩვენი შვილია! ლუკა ჩვენი მოზარდი თაობის განუყოფელი ნაწილია! ლუკას ამბავმა ჩვენ უნდა გამოგვაფხიზლოს! ლუკა, შვილო, შეგვინდე, რომ ვერ გეპატრონეთ, ვერ გაგიფრთხილდით, ვერ გულისხმა ვყავით შენი ძახილი და ვერ დაგიცავით! დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა”. ლუკა შვილო, ღმერთს ებარებოდე!”
მეუფე გრიგოლი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
ფოთისა და ხობის ეპარქიის ფეისბუქგვერდი