ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) დაპირისპირება პოლიციასა და სტუდენტებს შორის თბილისში – “დიქტატურა უნდა დასრულდეს”

დაპირისპირება მოხდა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი აპროტესტებდნენ, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ფაქტს, რომელშიც ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

“გვიღებდნენ ფოტოებს ჩუმად. ვკითხე, რატომ გვიღებთ თქო და არაფერი გვიპასუხეს, მერე დაიწყეს ჩვენი დაკავება იმ მოტივით, რომ ჩვენ ვიგინებოდით. დიახ, ჩვენ ვიგინებოდით, ვაგინებდით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ივანიშვილს ბავშვის მკვლელობის გამო. დიახ, მათ მოკლეს ლუკა, ამ ცხოვრების დედაც…” – აცხადებენ ახალგაზრდები.

დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მშობლების თქმით, პოლიციაში ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას.

იტვირთბა....