ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვებო, გაუძელით ყველა ზეწოლას, ისაუბრეთ, ამხილეთ, მაგრამ თავი არ მოიკლათ” – მამა პეტრე

არამკითხე ციციკორეების გამო სახურავიდან, ფანჯრიდან, ხიდიდან, საკუთარი თავიდან არ გადმოხტეთ – ასე ეხმაურება მამა პეტრე კოლხი, 15 წლის ბიჭის გარდაცვალებას.

“ბავშვებო, არავის, არაფრის გამო არ ღირს თავის მოკვლა. ეს არ არის გამოსავალი. გაუძელით… ყველა ზეწოლას, აგრესიას, ძალადობას გაუძელით და თავი დააღწიეთ… არ დამძიმდეთ, არ გახდეთ მსხვერპლი მედროვეების, პირმოთნეების, სულგაყიდულების, არაადამიანების…

ღმერთს მიმართეთ, უფალს მიენდეთ, ილოცეთ, სხვა გამოსავალზე იფიქრეთ… მეტი წიგნი იკითხეთ…
ანა ფრანკი მეტს უძლებდა, მეტი გადაიტანა…

შეცდომა დაუშვით?! აღიარეთ და გამოასწორეთ… ვითომ საზოგადოების, ვითომ ადამიანების, სინამდვილეში არამკითხე ციციკორეების გამო სახურავიდან, ფანჯრიდან, ხიდიდან, საკუთარი თავიდან არ გადმოხტეთ… სიცოცხლეს უმადურად არ გადააბიჯოთ…

გააპროტესტეთ, იხმაურეთ, ისაუბრეთ, ამხილეთ… მაგრამ თავი არ მოიკლათ…
ბავშვებო, ყველაზე დიდო ადამიანებო!.. ” – წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....