ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) კადრები, თუ როგორ გამოჰყავს სასწრაფოს გამომძიებელი ქალი, რომელიც ცუდად გახდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამომძიებელი ცუდად გახდა და ის სასწრაფო დახმარების მანქანით, ბადრაგის თანხლებით, კლინიკაში გადაიყვანეს.

“ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით.

საზოგადოებას მოგიწოდებთ, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნების ინტერესებს და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, საკითხს მოეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შეგახენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანმა ბიჭმა, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სამი საათის განმავლობაში მარტო ჰყავდათ გამოკეტილი და ხულიგნობის აღიარებას აიძულებდნენ. აღნიშნული დაკითხვის შემდეგ კი, მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოხტა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა არასრულწლოვანს აიძულეს, ეღიარებინა “მწვანე სკოლის” კედლებზე” უხამსი სიტყვების დაწერა და მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.

 

 

იტვირთბა....