“ლეიბორისტული” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, 12 დეკემბრის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლოზე მივიდა.
ჩხარტიშვილმა სასამართლო დარბაზში ლობიანები მიიტანა და სხდომაზე დასწრებას მოითხოვდა, თუმცა მას ამის ნება არ მისცეს.
ლობიანების შეტანაზე უარის მიღების შემდეგ, ჩხარტიშვილმა ის სასამართლოს კანცელარიას ჩააბარა მტკიცებულებად, რომ “პირადი ნივთით სხდომაზე არ შეუშვეს”.
“ჩვენ ამ ქვეყანაში ლობიოს სამართალი აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ეს ძალიან მალე დასრულდება და მოსამართლე ფილიშვილს კი ვურჩევთ, რომ თავი გადაირჩინოს და არ გახდეს იმ სანქციების ნაწილი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს და ემუქრება მის მონა ჯალათებს. სხვა შემთხვევაში, მას ლობიანების ნაცვლად შეხვდება უმი ლობიო, რომელიც მართლაც არის მონების სალაფავი,” – აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გიორგი ბუნტური, ლევან გახელაძე, ირაკლი კუპრაძე და სხვები.