„ჩვენ ერთადერთი მოთხოვნით შევედით საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომ როცა ამბობენ, ემიჯნებიან კუხიანიძის განცხადებას, გარიცხონ პარტიიდან, დაატოვებინონ მანდატი, საერთოდ გააგდონ საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძე. სიმართლე გითხრათ, მე ვერ გავიგე, რა პასუხი ჰქონდათ. ამბობენ, რომ უმრავლესობის სხდომა უდნა ჩატარდეს, შევთავაზეთ, აქ ვართ, ჩაატარეთ სხდომა. პასუხი ვერ მივიღეთ, რჩება თუ არა პატარა გავრილოვი საკრებულოში“
ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს და სტიკერები გააკრეს წარწერით: “შეცვალე”, “ვაჟა ექიმი გმირია”. საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, ცხინვალში გატაცებუბლი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში “პროვოკატორებად” მოიხსენია. რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. ოპოზიცია კუხიანიძის გადადგომას მოითხოვს.