დღეს ოპოზიციამ საკრებულოში შეიჭრა, სამართალდამცველებმა და შენობის დაცვამ იმოქმედა ისე, როგორც კანონის ფარგლებშია გათვალისწინებული – ამის შესახებ განცახდებას საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აკეთებს.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიციას სურს, რომ უმრავლესობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს და ეს ასე არ მოხდება.
„ერეკლე კუხიანიძემ ჩვენთან შეხვედრაზე მოიხადა ბოდიში, არ ვამბობ, რომ ეს ბოდიში არის საკმარისი. დილიდან ოპოზიცია შემოიჭრა, ავიდა გარემოს დაცვის კომისიის ოთახში, დაიწყო იქ კარტის გაშლა. სამართალდამცველებმა და შენობის დაცვამ იმოქმედეს ისე, როგორც ეს კანონის ფარგლებშია გათვალისწინებული. ვინაიდან, პროცესები საკრებულოს შენობაში იყო ქაოტური. მე ერთხელ უკვე შევთავაზე გიორგი ტყემალაძის კაბინეტთან მოჭრილ ოპოზიციის წარმომადგენლებს გასაუბრება, მათ თანხმობა განაცხადეს, თუმცა კამერების წინ გააკეთეს განცხადებები, გაიქცნენ, ვერ ვიპოვე. შემდგომში ბრიფინგზე ჩამოვედით შევთავაზეთ ამოვიდნენ, ვისაუბროთ. მათ უნდათ, რომ მათ პოლიტიკური დღის წესრიგში ჩავსხდეთ“, – განაცხადა დავითულიანმა.
კითხვაზე, როდის იგეგმება უმრავლესობის სხდომა, დავითულიანმა აღნიშნა, რომ ეს უმრავლესობის გადასაწყვეტია და ამის დაანონსებას არ აპირებენ.
„უმრავლესობის გადაწყვეტილება, იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება სხდომა შედგება მაშინ, როცა ჩვენ მივიჩვენთ საჭიროდ და არა მაშინ, როცა ისინი მოგვთხოვენ. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როცა ჩვენ მიგვაჩნია სწორად და არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ ამას ვიღაცის მოთხოვნის გამო. სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია გარემო. იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად ვზრუნავდეთ და ენერგიას ვხარჯავდეთ იმ ადამიანის გათავისუფლებაზე, ერთმანეთთან კამათზე და პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე არიან ეს ადამიანები ორიენტრებული“, – განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსნებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.
თბილისის საკრებულოში დღე ხმაურით დაიწყო. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ითხოვდნენ, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.