ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციამ კარავი გაშალა

თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარავი გაშალეს და სტიკერები გააკრეს წარწერით: “შეცვალე”, “ვაჟა ექიმი გმირია”.

“ეს კაბინეტი ეკუთვნით თბილისელებს” – ამბობს ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, ცხინვალში გატაცებუბლი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში “პროვოკატორებად” მოიხსენია. რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. ოპოზიცია კუხიანიძის გადადგომას მოითხოვს.

 

იტვირთბა....