ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბეიშვილი კაბინეტში შესვლას კიბით, აივნიდან აპირებდა

თბილისის საკრებულოს შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კიბე მიიტანა.

მისი თქმით, რადგან საკრებულოს შესასვლელი ყველა კარი დაკეტილი იყო, ის საკუთარ კაბინეტში ასვლას კიბის საშუალებით აივნიდან ეცდებოდა, თუმცა საკრებულოს დეპუტატს კიბის გამოყენება აღარ დასჭირდა და ის შენობაში შეუშვეს.

შეგახსნებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.

თბილისის საკრებულოში დღე ხმაურით დაიწყო. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ითხოვდნენ, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

ფოტო: პირვლი არხი

იტვირთბა....