ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე და ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძესა და „ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარია შეხვდნენ. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო პირდაპირი ეთერის გამოყენებით. როგორც ცნობილია, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება.

შეხვედრის დაწყებამდე კი საკრებულოში „ქართული ოცნების” წევრებსა და პარლამენტის ოპოზიციის წევრებს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა. მაშინ როცა ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდნენ, მათთან მივიდა საკრებულოს „ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ ბექა დავითულიანს მოძალადე უწოდა და უთხრა რომ „ერეკლე კუხიანიძის მონაა”.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში დღე ხმაურით დაიწყო. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ითხოვდნენ, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

იტვირთბა....