ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კუხიანიძე სახელმწიფოს პოზიციას უპირისპირდება” – თამილა ლაფანაშვილი

ე.წ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი, თამილა ლაფანაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, იმ უშვერი გინებით მათ არაფერი აკლდებათ და ეს კუხიანიძის პრობლემაა, მისი მორალური თვალსაზრისით და “კაცობით”. გაფრინდაშვილის მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ კუხიანიძე სახელმწიფოს პოზიციას უპირისპირდება.

“პირველივე დღიდან დაიწყო იქაურმა კაგებემ ისეთი დეზინფორმაციების გამოქვეყნება, სრულიად აბსურდის, რომელზეც ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა, ჩვენმა სუს-მა, გააკეთეს განცხადება, რომ ეს არის სრული დეზინფორმაცია და ამას არავითარი კავშირი არ აქვს ვაჟას დაკავებასთან. ოფიციალური განცხადება იყო ეს. რა გამოდის, ის, ვინც იმ დეზინფორმაციას აკოპირებს, მითუმეტეს, ვინც სახელმწიფო მოხელეა, უპირისპირდებიან თავის სახელმწიფოს ნათქვამს. ცოტა დაფიქრდნენ ამაზე. მე არ ვარ იურისტი არ ვარ, უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელსაც მე მგონი, ლოგიკა გააჩნია და ვფიქრობ ამაზე… ჩვენ რომ ასე უშვერად გვაგინებს, ამით არაფერი დაგვაკლდება, ეს მისი პრობლემაა, როგორც მორალური თვალსაზრისით, ისე “კაცობით” – თქვა ლაფანაშვილმა ერეკლე კუხიანიძეზე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ, ცხინვალში გატაცებუბლი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში “პროვოკატორებად” მოიხსენია. რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოყვა. ოპოზიცია კუხიანიძის გადადგომას მოითხოვს.

იტვირთბა....