“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია და მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადეკვატური ინფორმაცია მიეწოდოთ” – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის წერილს.
“მათი რჩევები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული. ბუნებრივია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციის მისვლას ვაშინგტონამდე, აქედან გამომდინარე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ, კონგრესმენებმა გამოგზავნეს კრიტიკული წერილი, რომელშიც ამერიკელები პირდაპირ წერენ, რომ “შოკირებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით”.