“უამრავი კითხვა ჰქონდა გამოძიებას გიგა ბოკერიას მიმართ, თუმცა, სამწუხაროდ, მისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, რადგან მან ზოგადი ფრაზებით ისაუბრა”
ბექა კვიციანი, გამომძიებელი
შეგახსენებთ, გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხა. გიგა ბოკერია პროკურატურაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით იყო დაბარებული.