ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პარლამენტში ნივთიერების გაშვების ფაქტზე დეპუტატები გამოკითხვაზე დაიბარეს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, საქართველოს პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და კობა ლურსმანაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

ენძელა მაჭავარიანი პოლიციის სამმართველოში უკვე მივიდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დეპუტატების გამოკითხვაზე დაბარება 12 დეკემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაურკვეველი ნივთიერების გაშვებას უკავშირდება, რის შედეგადაც ენძელა მაჭავარიანსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ამ დროისთვის გამოკითხულია დეპუტატი სვეტლანა კუდბაც.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.

იტვირთბა....