20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულებს.
ის გლდანის მე-8 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. სოფო კილაძესთან ერთად დაკავებულების მშობლებიც იმყოფებიან.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები თინა ბოკუჩავა, სერგო რატიანი და ნატო ჩხეიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებენ, მათ შეხვდეს და განმარტოს, რატომ არ აძლევთ უფლებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდნენ, რათა 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები მოინახულონ.
თინა ბოკუჩავა, სერგო რატიანი და ნატო ჩხეიძე ამ წუთებში, პარლამენტის ბიუროს ოთახთან იმყოფებიან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.