მთავარი ციტატა

“მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და უარყოფით შეფასებებში არ გადავაჭარბოთ”

“ამ ერთი წლის თავზე მინდა, როგორც იუსტიციის მინიტრმა და როგორც ჩემი ქვეყნის ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ჩვენს პრეზიდენტს ვუსურვო წარმატებები, ვუსურვო გამძლეობა. ასევე, ვუსურვო მომავალ წლებში თავისი მანდატის ფარგლებში ისეთი გადაწყვეტილებები და ისეთი შედეგები, რომლებიც იქნება მისთვისაც, ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მოსაწონი. მას ამის ძალიან ბევრი რესურსი აქვს. საერთაშორისო ასპარეზზე თუნდაც მის მიერ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა არის ყოველთვის საამაყო და მისასალმებელი. მნიშვნელოვანია, მისი უფრო ყურადღებით მოსმენაც ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში“

თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებიდან ერთი წელი შესრულდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს, თელავში გაიმართა.

იტვირთბა....