“ამ მოსიარულე და მოლაპარაკე ნაგავს თუ არ გააგდებენ საკრებულოდან, სახლთანაც დავხვდებით, საკრებულოსთანაც დავხვდებით, ჯოჯოხეთს მოვუწყობთ… ყველა რაღაცით უნდა ვიყოთ დაკავებული, რომ ეს კაცი – ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს… ერეკლე კუხიანიძე არის “ქართული ოცნების” წარმომადგენელი და მისი განცხადება გაფრინდაშვილზე არის ჩემთვის “ქართული ოცნების” პოზიცია”
ალეკო ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობა”
“ტვ.პირველი”
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომას მას შემდეგ მოითხოვს, რაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით “ფეისბუქ-პოსტი” გამოაქვეყნა.
კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.