პრობლემა ისაა, რომ რაც ბიძინასთვის პერსონალური და პირადულია, ქვეყანასა და ხალხისთვის არის სისტემური და პოლიტიკური – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი გა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას.
“გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია … ყოველ მათგანზე საქმეა აღძრული.
არსებობს ცნობილი გამოთქმა Nothing personal just business – არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.
ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. ბიძინა ივანიშვილი როცა ვინმეზე გაბრაზდება, ეგრევე პროკურორს უხმობს ხოლმე იმის დასასჯელად ვინც გააბრაზა და ეს საქმის აღძვრებიც სულ პერსონალური წყენა-ბრაზის გამოვლინებებია.
პრობლემა ისაა, რომ რაც ბიძინასთვის პერსონალური და პირადულია, ქვეყანასა და ხალხისთვის არის სისტემური და პოლიტიკური.
და თუ ვინმეს ეს არ სჯერა, შეუძლია ჩაატაროს პატარა ექსპერიმენტი: აგინოს ბიძინას უკანასკნელი სიტყვებით ისე, რომ ეს მის ყურამდე მივიდეს და მერე ნახოს რამდენ დღეში დაიბარებენ პროკურატურაში გამოკითხვაზე ხულიგნობის, ფულის გათეთრების თუ არამიზნობრივი დანახარჯების გამო” – წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალიურ ქსლეში.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებითაა დაბარებული. ბოკერია პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.