“ვაჟა იმყოფება თავის სამშობლოში ციხეში, თავისი ჰუმანური მისიის გამო , ეს გვანადგურებს ჩვენ, მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.მინდა ვთხოვო ჩვენს გვერდით მცხოვრებ ოს ხალხს: საუკუნეებია ჩვენ კავკასიაში, ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი საუკუნე ისევ ასე გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობის და ტოლერანტობის პრინციპებს. მინდა და მჯერა, რომ ის გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა ისევ მოგვარებადია ამ პრინციპების, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით.”
ე.წ. ცხინვალის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – თამილა ლაფანაშვილი