ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც უფრო დიდხანს დარჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად „გაიშიფრება“ ყველა” – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონოდ პატიმრობაში დატოვებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი, “ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც კუხიანიძე ექიმის ოჯახს “პროვოკატორებად” მოიხსენიებს და აგინებს.

“დღეს არის საზეიმო განწყობა, ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავ მთელ საქართველოს, მაგრამ როდესაც ცხინვალის ციხეში ტყვე ჰყავთ გამოკეტილი, ვფიქრობ, ეს ცოტა ჩრდილავს საზეიმო განწყობას. პროვოკატორების ძახილს, მეგონა, რომ უფრო ადრე დაიწყებდნენ. ეტყობა, ახლა უკვე ნება მისცეს ვიღაცებმა, საქვეყნოდ გამოფინეს ეს ყველაფერი. რაც უფრო დიდხანს დარჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად „გაიშიფრება“ ყველა. ეს აჩვენებს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რასაც აქამდე დგამდა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები, არ არის საკმარისი“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ “მთავარი არხის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. ცხინვალის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ოჯახი პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და უწყებათაშორისი კომისიის დანიშვნას ითხოვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს.

იტვირთბა....